„უბრალო ფლირტი იყო, ვერ აიტანა ხატიამ... ოჯახი დაანგრია - გურამ ლომიძე ხატია შამუგიაზე

20 Jul 2021 02:17

გადაცემა „ფარული კონვერტის“ სტუმარი მომღერალი გურამ ლომიძეა. მან თქვა, რომ ხატია შამუგიამ ფლირტი არ აპატია და ამის გამო ოჯახი დაანგრია.

„ჩემმა ფლირტმა შეიწირა ოჯახი.


ხატიამ ვერ აიტანა და დამშორდა. ჩუმად ვერაფერს ვაკეთებდი.


არადა, მაშინ ხატიასთვის არ მიღალატია, ფლირტის დონეზე იყო სხვასთან მიმოწერა, მაგრამ ხატიამ დაიჯერა, რომ ვუღალატე. თუმცა, ასე არ იყო, უბრალოდ მან სხვა ქალისკენ გახედვა არ მაპატია.


სამაგიეროდ, ჩვენი ქორწინებიდან 19 წლის ბიჭი, ნიკა გვყავს და ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს“,- ამბობს გურამ ლომიძე.




კომენტარები:

ფართი შოპი