მზით დამწვრობის შემთხვევებმა იმატა - გუგა ქაშიბაძე სწორად გარუჯვის წესების შესახებ გვაფრთხილებს

20 Jul 2021 11:36

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წელს მზით დამწვრობის შემთხვევები 10%-ითაა მომატებული - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. გუგა ქაშიბაძის თქმით, კლინიკაში დამწვრობით მისულ რამდენიმე პაციენტს მკურნალობა სტაციონარში დასჭირდა.


"მზით დამწვრობა ბოლო წლებთან შედარებით მომატებულია სადღაც 10%-ით. ბევრმა პაციენტმა მოგვმართა, დაახლოებით 200-მა მიიღო სერვისი, აქედან გარკვეულ რაოდენობას დაჭირდა სტაციონარული მკურნალობა," - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.


ქაშიბაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, შუადღის საათებში მოერიდონ მზეზე ყოფნას, გარუჯვისას კი გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.


"11-17 საათამდე მოვერიდოთ მზეზე ხანგრძლივად დაყოვნებას და რუჯის მიღებისას აუცილებლად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემები,"- განაცხადა ექიმმა.






კომენტარები:

ფართი შოპი