,,დამიდგინდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რაც მილიონში ორ კაცს ემართება” – ლევან ვასაძე

20 Jul 2021 12:08

რაობა – იმედი – ერის სოციალურ გვერდზე ლევან ვასაძის ვიდეო-მიმართვა ვრცელდება, სადაც ის თავის დაავადებაზე საუბრობს:


,,დამიდგინდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მსოფლიოში. მე მას განზრახ არ დავასახელებ… უცნაურია, როგორ შევიძინე მე ის, იმიტომ, რომ 50 წლის კაცი ვარ, სპორტსმენი, არ ვეწევი, არ ვსვამ, ვვარჯიშობ და თითქმის არ ვავადმყოფობ…. 


აპრილის ბოლოს ხველა მაწუხებდა გრიპის შემდეგ და მოსკოვის კლინიკაში გავიარე კომპლექსური შემოწმება, ყველაფერი მქონდა წესრიგში… 6 მაისს, გიორგობა დღეს, შემოვედი პოლიტიკაში და აი, თვე-ნახევარში დამეტაკა ეს უიშვიათესი დაავადება, რომელიც ამ სახით, ანუ მარტო გულზე და არა გენეტიკური, არამედ შეძენილი, ემართება მილიონ ადამიანში 2 კაცს. არსებობს თუ არა რაღაც სამხედრო თუ გასაიდუმლოებული ტექნოლოგები, რომლებსაც შეუძლიათ დასხივების ან ინტოქსიკაციის შედეგად ამ დაავადების გამოწვევა, მე ვერ გავარკვევ, ალბათ, ვერც ვერავინ ვერ გაარკვევს… 

რაც საქართველოდან წამოვედი, ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, დაავადება დამიდგინდა. ჩემი თვითშეგრძნება არის შეუდარებლად უკეთესი, რაც მე მანდ აღარ ვარ.”





კომენტარები:

ფართი შოპი