„ვიღაცებს არ ვალაპარაკებ, რომ პოპულარობა ხალხისგან ფულის მისაღებად მოიპოვაო“ - რა მიზნები ჩაეშალა გიორგი ღოღობერიძეს

20 Jul 2021 15:24

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ უფასო კლინიკის გაკეთების იდეა ჩაეშალა. 


მისი თქმით, საქართველოში უფასო კლინიკის გაკეთება შეუძლებელია, რადგან არავის სურს ფულის ჩადება ისეთ საქმეში, სადაც შემოსავალი არ ექნებათ.


„უფასო კლინიკის იდეა,- ასეთი რამ ჩვენთან შეუძლებელია. მთელი ამ დროის განმავლობაში ათობით ბიზნესმენს, ხელმძღვანელს, იურისტს შევხვდი, საქართველოს საზღვრებსაც კი გავცდი. არავის სურს ფულის ჩადება ისეთ საქმეში, სადაც შემოსავალი არ ექნებათ.


აბსოლუტურად არავის, არც ღარიბი ადარდებთ და არც - ავადმყოფი. შეღავათსაც კი არ მიკეთებდნენ და უფრო ძვირად მთავაზობდნენ ყველაფერს. ჩემით კიდევ 7 მილიონ დოლარს ალბათ ცხოვრების ბოლომდეც ვერ ვიშოვი. ხალხის ფულს არ ავიღებ და ვიღაცებს არ ვალაპარაკებ, რომ პოპულარობა ხალხისგან ფულის მისაღებად მოიპოვაო. სამწუხაროდ, ხალხის ფულითაც ვერ შეგროვდება ამდენი.
ადამიანი ძალიან სუფთა სინდისით ვარ.


არ გამოდის უფასო კლინიკა, არა უშავს. ფასიანი იქნება, მაგრამ მაინც არ დავნებდები, ამჯერად სხვა მიდგომით ვიქნები.


ბევრს გაუხარდება, რომ „უფასო კლინიკის” მიზანს ვერ მივაღწიე, ბიზნესი არ გაუფუჭდებათ,“- წერს გიორგი ღოღობერიძე.





კომენტარები:

ფართი შოპი