შეიძლება ითქვას, რომ შარლ მიშელმა ოპოზიცია არც კი შეიმჩნია - დავით ჩიხელიძე

20 Jul 2021 20:35

„საინტერესოდ წარიმართა შავი ზღვის საერთაშორისო კონფერენცია, საქართველო რეგიონის მიზიდულობის ცენტრი ხდება, ჩვენს ქვეყანას უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური მდებარეობა და მნიშვნელობა აქვს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის, ჩვენს შესაძლებლობებს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე შავი ზღვის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც 19 ივლისს გაიმართა.


ჩიხელიძე მიიჩნევს, რომ კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.


„ვიზიტის ფარგლებში აღვნიშნავ ორ მოვლენას, პირველი ეს იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის შესანიშნავი გამოსვლა, რომელმაც ყურადღება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე გაამახვილა, მეორე კი გახლავთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტი, რომლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ საზოგადოებაში არასწორი მოლოდინები გააჩინა. შეიძლება ითქვას, რომ შარლ მიშელმა ოპოზიცია არც კი შეიმჩნია.... ნიშანდობლივია ბატონი მიშელის სიტყვები, ის ოპოზიციას მოუწოდებს, ხელი მოაწერონ და შეუერთდნენ შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რიგ საკითხებზე პარტიათა ფართო კონსენსუსი შედგეს. 

ოპოზიცია მიშელთან შეხვედრამდე, ხმამაღალ განცხადებას აკეთებდა, შეხვედრის შემდეგ კი დაბალ ტონალობაში გადავიდნენ, მიშელთან შევიდნენ როგორც ლომები, გარეთ კი კნუტები გამოვიდნენ.... ყველამ დავინახეთ, რომ მმართველი გუნდი აღებულ ვალდებულებას განუხრელად ასრულებს, ოპოზიციას კი ვერ გაურკვევია ბოიკოტი უნდა თუ საპარლამენტო ცხოვრება. მათი არათანმიმდევრული პოზიცია, მხოლოდ ოპოზიციას აყენებს ზიანს, რადგან, როგორც ვნახეთ, მათ უკვე დაკარგეს საკუთარი ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.





კომენტარები:

ფართი შოპი