„ყოველთვის ვიქნები ჟურნალისტების მხარეს, ჩვენი უფლებები უნდა იყოს დაცული, ეს არ უნდა მომხდარიყო“ - ეკა ხოფერია 5 ივლისის შესახებ

20 Jul 2021 21:53

„ვიზიარებ ჟურნალისტების პოზიციას, მგონია რომ მედიის წარმომადგენლები ამ ქვეყანაში სამწუხაროდ იმ დღეს არ იყვნენ დაცულები. მე ვარ თქვენს გვერდით, ჩემი სოციალური პლატფორმის საშუალებით გამოვხატე ჩემი პოზიცია“, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ განაცხადა.


მისი თქმით, ვინც 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობა მიიღო უნდა დაისაჯოს.



„ყოველთვის ვიქნები ჟურნალისტების მხარეს და ჩვენი უფლებები უნდა იყოს დაცული, ეს არ უნდა მომხდარიყო. მგონია, რომ ვინც არის დამნაშავე, რაც იმ დღეს მოხდა, უკვებლივ ყველამ უნდა აგოს პასუხი.


ჩემი, როგორც თუ გინდათ საჯარო მოხელის, გინდაც როგორც ჟურნალისტის პოზიცია არის ის, რომ დაუშვებელია არათუ ჟურნალისტის და მით უმეტეს ჟურნალისტის უფლებების დარღვევა, ცემა, მათი მოვალეობის შეზღუდვა. ჩემი აზრით, უნდა აგოს პასუხი ყველამ ვინც ამ თემასთან კავშირშია“- განაცხადა ეკა ხოფერიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი