"დაავალონ ოჯახის ექიმებს და იარონ კარდაკარ აცრებით. დააყენომ ქუჩაში ექიმები და აცრან ხალხი. სულ დახურულები ხომ არ ვიქნებით?!" - რას წერს ჟურნალისტი

20 Jul 2021 22:10

სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პან­დე­მი­ურ ვი­თა­რე­ბა­სა და ბოლო დღე-ღა­მის რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნებლს ეხ­მა­უ­რე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ხელ­მწი­ფოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბის­კენ, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­რის­კენ მო­უ­წო­დებს:


"ვირუ­სის 2616 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და 26 გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნი. ამის ფონ­ზე აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ევ­რო­პა­ში პრო­ცენ­ტუ­ლად ბოლო ად­გილ­ზე ვართ. ბო­ლო­ზე...


აც­რის არა­ნა­ი­რი კამ­პა­ნია არ ყო­ფი­ლა. ერთი ვი­დე­ოც არ მახ­სოვს. არა­ნა­ი­რი წა­ხა­ლი­სე­ბა, არა­ნა­ი­რი არა­ფე­რი. ამ დროს ამე­რი­კა­ში ვინც იც­რე­ბო­და, ჯო­ინ­თებს ური­გებ­დნენ სა­ჩუქ­რად. ამას­თან ერ­თად სა­იტ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბა ისე­თი რთუ­ლია, რომ ვი­საც უნდა აცრა, იმა­საც არ გა­მოს­დის ჩა­წე­რა. გარ­და ონ­ლა­ინ რე­გის­ტრა­ცი­ი­სა რამე სხვა სა­შუ­ა­ლე­ბაც უნდა იყოს, ბევ­რად იოლი, რომ აიც­რან ადა­მი­ა­ნე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ღაც ნა­წილ­მა კომ­პი­უ­ტე­რის ხმა­რე­ბა სა­ერ­თოდ არ იცის.


და­ა­ვა­ლონ ოჯა­ხის ექი­მებს და ია­რონ კარ­და­კარ აც­რე­ბით. არ ვიცი, რამე ქნან. და­ა­ყე­ნომ ქუ­ჩა­ში ექი­მე­ბი და აც­რან ხალ­ხი. ახლა ისევ და­ხუ­რა­ვენ ყვე­ლა­ფერს და ეგ იქ­ნე­ბა ამა­თი აზ­რით გა­მო­სა­ვა­ლი. ხალ­ხი თუ არ აიც­რა, სულ და­ხუ­რუ­ლე­ბი ხომ არ ვიქ­ნე­ბით და ეს ვირუ­სი არ­სად წას­ვლას არ აპი­რებს. შე­სა­შუ­რი კრი­ზის მე­ნე­ჯმენ­ტი!"


Stopcov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ბოლო 24 სა­ათ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და 36 375 კვლე­ვა ტეს­ტით, მათ შო­რის 22 825 კვლე­ვა ან­ტი­გე­ნის ტეს­ტით და 13 550 PCR ტეს­ტით.


ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 2 616 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 390 945-ს.

ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და 880 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 367 130-მდე.


ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 26 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 5 592 პირი ემსხვერ­პლა.




კომენტარები:

ფართი შოპი