ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები დაიწყო

21 Jul 2021 11:54

 ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები, ქ. ამბროლაურში გურგენიძისა და ბრატისლავა-რაჭის  ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.


შეხვედრაზე,  ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთად იმსჯელეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე და მოსახლეობის მიერ დასმული პრობლემური საკითხები განიხილეს.


შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე, დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ესწრებოდნენ.

ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის ჩართულობა უფრო ეფექტიანს ხდის მოსახლეობასთან შეხვედრებს და ხელს უწყობს გამოკვეთილი პრობლემების დროულ მოგვარებას.






კომენტარები:

ფართი შოპი