ირაკლი ღარიბაშვილი- ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ვულოცავ

21 Jul 2021 12:53

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „Facebook”-ში წერს.


„85 წლის იუბილეს ვულოცავ ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს!  თავისი განუმეორებელი შემოქმედებით ქალბატონმა ნანიმ ყველაზე ძვირფასი ჯილდო - სახალხო სიყვარული და აღიარება მოიპოვა. დღეგრძელობას, ბედნიერებასა და კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ ქალბატონ ნანის!”-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი