ირაკლი ზარქუა - შეუძლებელია მინისტრს ქაოსის, მაგიდაზე ხტომისა და სალტოების ფონზე მოუსმინო - როცა საპარლამენტო ინსტიტუციის აბუჩად აგდება ხდება, იქ მინისტრს არაფერი ესაქმება

21 Jul 2021 14:44

სტანდარტი არის სხვა - შეუძლებელია მინისტრს ქაოსის, მაგიდაზე ხტომისა და სალტოების კეთების ფონზე მოუსმინო - როდესაც საპარლამენტო ინსტიტუციის აბუჩად აგდება ხდება, იქ მინისტრს არაფერი ესაქმება, - ასე უპასუხა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლის თაობაზე დასმულ კითხვას.


ზარქუას თქმით, მინისტრი მზად იყო, 5-6 ივლისის მოვლენებზე ყველა კრიტიკული კითხვისთვის პასუხი გაეცა, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას და მასთან აფილირებულ ჟურნალისტთა ჯგუფებს, ინფორმაციის მოსმენა არ უნდოდა.


„როდესაც მაღალი საჯარო ინტერესი იყო, შს მინისტრი პარლამენტში მობრძანდა. ჩვენ ყველას გვინდოდა, საზოგადოებასთან ერთად მოგვესმინა, რა მოხდა რეალურად. თქვენ ნახეთ, რომ მინისტრთან მოსმენის გამართვა რადიკალური ოპოზიციის ინტერესში არ შედიოდა, რის გამოც მოაწყვეს ქაოსი და ცირკი. ამიტომ საზოგადოებამ ვერ მოისმინა, თუკი ჟურნალისტების დაცვა 1, 2 და 3 ივლისს მოხდა, 5 ივლისს რატომ ვერ მოხერხდა. ამაზე არგუმენტირებული პასუხები იყო, მაგრამ რადიკალურ ოპოზიციას და მასთან აფილირებულ ჟურნალისტთა ჯგუფებს, ამ ინფორმაციის მოსმენა არ უნდოდათ. ესეც მათი არჩევანია", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





კომენტარები:

ფართი შოპი