დაბრუნდებიან თუ არა სექტემბრიდან ბავშვები სკოლებში - თამარ გაბუნიას განმარტება

21 Jul 2021 18:58

„დღის კურიერის“ კითხვაზე - საქართველოში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, იგეგმება თუ არა სექტემბრიდან სასწავლო პროცესის ონლაინრეჟიმში გაგრძელება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა მასწავლებლების ვაქცინაციაზეა დამოკიდებული.

 

„ვფიქრობ, რომ ოპტიმისტურ პროგნოზზე უნდა ავეწყოთ სკოლებთან მიმართებით, წინ გვაქვს მთელი აგვისტო და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად სკოლის პერსონალის აცრისთვის, რომ ბავშვებს დახვდეთ უსაფრთხო ეპიდემიური გარემო. 

განათლების სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს სკოლებთან იმისთვის, რომ გამოიკვეთოს ჯგუფები მასწავლებლების, ასევე სხვა თანამშრომლების, ვისაც აქვს დღეს ამის სურვილი, რომ ხელი შევუწყოთ დროულად დარეგისტრირდნენ და მიიღონ ვაქცინა. ვისაც დღეს ამის სურვილი არ აქვს, მათთვის მეტი საინფორმაციო მუშაობა ჩატარდება, რომ ეს გადაწყვეტილებაც დროულად მიიღონ, რათა ხელი შეუწყონ ბავშვებს სასკოლო გარემოში დაბრუნებისთვის,“- განაცხადა გაბუნიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი