„ზოგი ადამიანის სიკვდილი არაფერია სულიერ სიკვდილთან შედარებით, უდიდესი ბოროტება ავლაგმეთ“ - ფალავანდიშვილი

21 Jul 2021 21:59

„ზოგი ადამიანის სიკვდილი არაფერია სულიერ სიკვდილთან შედარებით, ჩვენ უდიდესი ბოროტება ავლაგმეთ“, - ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, თუ ლგბტქ+ აქტივისტები საჯარო ღონისძიების ჩატარებას დაგეგმავენ, კონტრაქცია ყოველთვის გაიმართება.


„ჩვენ ამის მერე ყოველთვის გამოვალთ. ჩვენ ყოველთვის ყველას ვერ გავაკონტროლებთ, ამიტომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავჩერდეთ. ჩვენ ვერ გავჩერდებით. თუ სახელმწიფო მანქანა მოინდომებს მათ ძალით გატარებას, ხალხის ცემას, დარბევას, მერე შეიძლება ხალხი გამწარდეს და თვითონ ანგარიშსწორება დაიწყოს“, - აღნიშნა გურამ ფალავანდიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.





კომენტარები:

ფართი შოპი