„ვოლსკის შვილი ჰყავს გარდაცვლილი, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ახალგაზრდის სიკვდილი“

21 Jul 2021 23:10

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი, ქართული ოცნების პოლიტიკური მდივნის, გია ვოლსკისა და ჟურნალისტებს შორის მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მედიის მხრიდან მომხდარი ფაქტის ინტერპრეტაცია მოხდა, რადგან გია ვოლსკიმ ლექსო ლაშქარავას ფოტო კი არა დახია, არამედ გულში ჩაიკრა.


„რეალურად მოხდა ის, რომ გიორგი ვოლსკიმ ფოტო გამოართვა მედიაზონდერს და გულში ჩაიხუტა, იქვე მიაძახა რომ ეს ბიჭი არის ჩემიო.


გიორგი ვოლსკიმ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ახალგაზრდის გარდაცვალება, მას შვილი ჰყავს გარდაცვლილი.


მედიაზონდერებს კი, მინდა ვუთხრა, რომ თქვენი დეზინფორმაცია ვერასოდეს გაიმარჯვებს!“ - წერს მეგრელიშვილი.


ცნობისთვის, გია ვოლსკის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ დაიცვა მთავრობამ, საზოგადოების აგრესიისაგან ჟურნალისტები და რატომ სცემეს ლექსო ლაშქარავას. მედიისთვის პასუხების გაცემის პროცესში ვოლსკიმ მის ზურგს უკნიდან ლექსო ლაშქარავას სურათით მოსულ ერთ-ერთ ჟურნალისტს ფოტო გამოართვა, თუმცა მან არ იცოდა რას ართმევდა ჟურნალისტს. კადრში ჩანს რომ ამ პროცესში სურათი დაიხა, როდესაც ვოლსკი მიხვდა რა ეჭირა ხელში, ის გულში ჩაიკრა.





კომენტარები:

ფართი შოპი