ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოში "ფაიზერით" აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი

21 Jul 2021 23:22

საქართველოში "ფაიზერით" ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.


შესაბამისი ცვლილება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში შევიდა.


" COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა Comirnaty კონცენტრატი საინიექციო დისპერსიისთვის:


პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს; ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ", - ნათქვამია ბრძანებაში.





კომენტარები:

ფართი შოპი