ნანი ბრეგვაძემ ალა პუგაჩოვასგან მისალოცი წერილი მიიღო, თუმცა მან ამის შესახებ ჯერ არ იცის. როგორც კულტურის პალატის თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი ამბობს, ალა არის ის ადამიანი, რომელმაც ნანისთან ერთად ისტორია შექმნა.
„მთელმა მსოფლიომ შენს ფეხებთან ვარდები უნდა დაყაროს. ყველა ყვავილი შენ გეკუთვნის იმიტომ, რომ შენ შექმენი ისტორია და ჩვენ გვასწავლე სიმღერა",- წერს ალა პუგაჩოვა ნინას.
ცნობისთვის, ლეგენდარული ქართველი მუსიკოსი და მომღერალი ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა.
digest.ge