გახარიას პარტიაში თბილისის მერობის კანდიდატად აჩი არველაძის დასახელებას არ გამორიცხავენ

22 Jul 2021 10:44

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის კახა ქემოკლიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატად აჩი არველაძის დასახელება გამორიცხული არ არის.


„ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ.



განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე.


მე მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და ძალიან კარგი პიროვნება“, - აღნიშნა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში სტუმრობისას.




კომენტარები:

ფართი შოპი