„22 ლარს მაძლევს სახელმწიფო, ნაგავსაყრელზე ხორცის კონსერვისა და „ბუმის“ კოლოფებს ვაგროვებ...“ – რა პირობებში ცხოვრობს აგვისტოს ომის ვეტერანი

22 Jul 2021 12:04

„ყოველდღე ნაგავსაყრელზე ხორცის კონსერვის და „ბუმის“ კოლოფებს ვაგროვებ, 20-25 კოლოფი მაინც უნდა მოაგროვო, კილო რომ გამოვიდეს. სახელმწიფო მხოლოდ 22 ლარს მიხდის, როგორ ვიარსებოთ? 3 შვილი მყავს, მეშინია, მშიერი არ მომიკვდეს შვილები… 22 ლარს იმიტომ მიხდიან, რომ აგვისტოს ომის ვეტერანი ვარ,“ – ამბობს 39 წლის ჯემალ ბერიძე, რომელიც წლებია ბათუმის ნაგავსაყრელზე ცხოვრობს.


„მეორე ქვეით ბრიგადაში ვმსახურობდი,“ – იხსენებს აგვისტოს ომის მონაწილე, რომელსაც ნაგავსაყრელზე ქოხი ჩაუდგამს და იქვე ნაპოვნი ხასხასა, წითელი ნაჭრებით დაუფარია ერთადერთი ოთახის კედლები. ოთახში მხოლოდ საწოლია, პატარა ტელევიზორი, ძველი ქვაბი, თეფში და ყავის ჭიქები.


„როცა ომი დასრულდა, ჩემი სამხედრო მანქანა ავარიაში მოყვა,“ – განაგრძობს თხრობას ჯემალ ბერიძე, – „ჩემთან ერთად ვინც იყო, ის იქვე დაიღუპა, მე თავის ტვინის დახურული ტრავმა მქონდა, წელი მოტეხილი, ხელებში ძალა ახლაც არ მაქვს, ელენთა ამომიღეს… გორის ჰოსპიტალში ვიწექი. მითხრეს, პენსია და ყველაფერი ხუთიანზე იქნებაო, მაგრამ არაფერი. 5-ჯერ თუ 6-ჯერ მივმართე მთავრობას, მაგრამ ვერ გავიგე პასუხი“.


ჯემალ ბერიძეს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ომის ვეტერანის შვილებს თამაში ნაგავსაყრელზე უწევთ.



digest.ge 



 


კომენტარები:

ფართი შოპი