განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს

22 Jul 2021 15:26

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან   ზოგადი, არაფორმალური და სკოლამდელი განათლების მიმართულებით არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს  ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე  ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებზე, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე, სკოლების ავტორიზაციასა და არსებული სისტემის გამოწვევებზე იმსჯელეს. 

ასევე, რეფორმაზე მორგებული სასკოლო სახელმძღვანელოებზე, მშობლების ჩართულობაზე, ციფრულ რესურსებზე, მასწავლებლის პროფესიული მხარდაჭერის სისტემაზე და სასკოლო კულტურის განვითარებაზე ისაუბრეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეებს  სამინისტროს  2022-2032 წლების სტრატეგია გააცნო და  ზოგადი განათლების რეფორმასა და მიმართულებებზე ისაუბრა, რომლის მიზნებია- თანაბარი ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი განათლება, გამართული მმართველობა. 

დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებსა და რეკომენდაციებზე. 

 

შემაჯამებელ სიტყვაში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა განათლების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება თანამედროვე საზოგადოების განვითარების პროცესში.

 

„ჩვენ უნდა დავინახოთ განათლება ეკოსისტემაში. ამაში ვგულისხმობთ მთლიანად საზოგადოების განათლებას. საზოგადოება ერთიანდება სკოლის გარშემო, რადგან ადგილობრივ საზოგადოებას სწორედ სკოლა ავითარებს“, -განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს გასვლითი შეხვედრა კაჭრეთში  ტარდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) -ის მხარდაჭერით.

 




კომენტარები:

ფართი შოპი