მთვარისა ნავერიანი, რომელიც რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, შს მინისტრს, გიორგი
გახარიას მიმართავს:
როგორც ნავერიანმა,
საინფორმაციო პორტალ "მხარესთან" საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის, ამ საქმეზე ისანი სამგორის პოლიციის მე-3 განყოფილებას ჯერ არაფერი გაუკეთებია. "როგორც ჩანს პოლიცია და პროკურატურა მძევალია ნიკა გვარამიასი და რუსთავი 2-ის."-ამბობს ის.
"საშინელი დაუცველობის გრძნობა მაქვს. სამართალი შერჩევითია. ნინო ლომჯარიას სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მყისიერი რეაგირებით დააკავეს ადგილზე დამნაშავე. ჩემზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიუხედავად ნიკა გვარამია მშვიდად, ურცხვად გამოდის ღია ეთერში და საუბრობს ბულინგზე, როცა მე მისი ძალადობის მსხვერპლი ვარ. ეს დამრთგუნველია, თუმცა შევაკვდები და ამას ასე არ დავტოვებ. შევძრავ ქვეყანას და მთებს გადავდგამ ჩემს გინებას საჯაროდ ფიზიკურ შეხებას და შეურაცხყოფას ნიკა გვარამიას არ ვაპატიებ. მივმართავ გიორგი გახარიას უწყებას: მე მყავს უამრავი მხადამჭერი, მეგობრები და ნათესავები ვინც ჩემს სიტყვას ელოდება და სანამ ჩემს ნათესავებს თავად არ გაუსამართლებიათ ნიკა გვარამია, სანამ შემიძლია ამ პროცესის მართვა დაუყოვნებლივ დასაჯოს მოძალადე გვარამია."-აღნიშნავს მთვარისა ნავერიანი.