მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

22 Jul 2021 15:41

ქალაქ მცხეთაში, მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, ,,წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში” საყოველთაო აცრა მიმდინარეობს. კლინიკაში მობილიზებულია  ოთხი ამცრელი ჯგუფი და ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს ოთხ კაბინეტში შეუფერხებლად შეუძლიათ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება.


საყოველთაო აცრის დღეს,  კოვიდის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმით“ აიცრნენ -  მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მაცაცო ნარიმანიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი, მისი მოადგილე, გელა შერმადინი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს.  


“სინოფარმით ავიცერი, თავს კარგად ვგრძნობ. კოვიდ გადატანილი ვარ, ზუსტად 120 დღის გასვლას ველოდებოდი, რომ აცრის დრო მომსვლოდა.


მოგიწოდებთ ყველას, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა გადატანილი კორონა, აუცილებლად ავიცრათ, იმიტომ, რომ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა პანდემიის შემდეგ შემოტევას ვეღარ გაუძლებს. აცრა და სოციალური დისტანცია არის ერთადერთი საშუალება ამ ყველაფრის დასამარცხებლად", - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მაცაცო ნარიმანიძემ.


საყოველთაო აცრის დღეს ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეთა რიგებში, ასევე, დგანან მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს - მათ შორის სპორტის, კულტურისა და მერიის აიპების წარმომადგენლები.


ამჟამად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სულ 5 ამცრელი პუნქტია. მათ შორის 2 მცხეთაში, 1 დუშეთში, 1 თიანეთში და 1  სტეფანწმინდაში.





კომენტარები:

ფართი შოპი