გიორგი ვაშაძე - ამ ბიუჯეტს "ქამრების შემოჭერის" არაფერი ეტყობა, მას მხოლოდ ერთადერთი რამ აქვს - საარჩევნო მიზნებისთვის მეტად გადაანაწილონ "ქართული ოცნების" საჯარო მოხელეებზე და მეტი ხმა იყიდონ

22 Jul 2021 18:37

ამ ბიუჯეტს "ქამრების შემოჭერის" არაფერი ეტყობა, არც ეკონომიკური სტიმულირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების აქვს, მას მხოლოდ ერთადერთი რამ აქვს და ეს არის ის, რომ საარჩევნო მიზნებისთვის მეტად გადაანაწილონ "ქართული ოცნების" საჯარო მოხელეებზე და მეტი ფული დახარჯონ იმისთვის რომ მეტი ხმა იყიდონ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები შეაფასა.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალი გაიზრდება კიდევ 5 მილიარდით, რადგან ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს 5 მილიარდით მეტს უტოვებს გადასახადს.

"მომავალში საერთოდ ეკონომიკური ზრდას, რაც არის ნაჩვენები, ჭამს თავიდან ბოლომდე ინფლაცია, იმიტომ რომ დღეის მდგომარეობით 10%-ია უკვე ინფლაცია, რაც ნიშნავს რომ 10%-ით ძვირდება უკვე ყველაფერი. ასევე, ამ ბიუჯეტს ქამრების შემოჭერის არაფერი ეტყობა, არაფერი აქვს ეკონომიკური სტიმულირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების, ამ ბიუჯეტს აქვს ერთადერთი რამ, რომ საარჩევნო მიზნებისთვის მეტად გადაანაწილონ "ქართული ოცნების" საჯარო მოხელეებზე და სხვა ადამიანებზე, მეტი ფული დახარჯონ იმისთვის, რომ მეტი ხმა იყიდონ.

მაკროფინანსურ მხარდაჭერაზე სანქციები ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ შევაცვლევინოთ და შევასრულებინოთ შარლ მიშელის შეთანხმება, რათა არ მოხდეს საქართველოს სანქცირება მაკროფინანსურ დახმარებებზე, რადგან "ქართული ოცნების" პირობებში საქართველო ცხოვრობს ვალებით, ეკონომიკა არ ვითარდება და ბიუჯეტის შევსების ერთადერთი გზა არის ვალები, თუ ამ ვალსაც ვერ აიღებს "ქართული ოცნება" იქნება ძალიან ცუდი", - განაცხადა ვაშაძემ.


ვაშაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ცესკო-ს თავმჯდომარეების კანდიდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" სურს ცესკოს -ს თავმჯდომარედ და წევრებად მათ მიერ მართული ადამიანები დაინიშნოს.


"ქართულ ოცნებას" სურს ცესკო - ს თავმჯდომარედ და წევრებად მათ მიერ მართული ადამიანები დაინიშნოს. მათ ვერ ექნებათ მესამედის ანუ ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა, იმიტომ რომ ვერანაირ დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ტესტს ვერ უძლებს ეს კანდიდატები, ეს არის ის რეალობაშიც ვართ, კარგია რომ ოპოზიციას 8 წევრი ეყოლება კომისიაში, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაკონტოლოთ ოქტომბრის არჩევნებში რადგან მათ გაყალბების უფლება არ მივცეთ", - განაცხადა ვაშაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი