ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო აუდიტი ევროპული ტიპის საკონსულტაციო-აუდიტორულ სამსახურად ჩამოყალიბდა, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია

22 Jul 2021 19:03

„სახელმწიფო აუდიტი ევროპული ტიპის საკონსულტაციო-აუდიტორულ სამსახურად ჩამოყალიბდა“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.

 

თანამომხსენებლის  მთავარ რეფორმად მიაჩნია   სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დისტანცირება საბჭოთა ტიპის ე.წ. სარევიზიო ტიპის ბიუროკრატიული აპარატიდან, თუმცა ირაკლი კოვზანაძე  თვლის, რომ  ამ მიღწევას გამყარება სჭირდება რათა მან შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. 

 

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროგრესი განიცადა,  „თუმცა არ უნდა დარჩეს განცდა, რომ პროგრესი შენელდა. ადგილზე გაჩერება უკან სვლას ნიშნავს. ასე, რომ გასაკეთებელი ბევრი გაქვთ“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი