არ დავაბრუნებ, ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ - თეა წულუკიანი

22 Jul 2021 19:23

კულტურის მინისტრი არ აპირებს, ერთ-ერთ არხს მიკროფონი დაუბრუნოს, მეტიც, ის ამ მიკროფონით გაკეთებული საქმეების შესახებ საზოგადოებას აუწყებს, - თეა წულუკიანმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. 

დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ,,ქართუ ფონდის" მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია.
ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ - წერს სოციალურ ქსელში თეა წულუკიანი.


კულტურის მინისტრმა დღეს სენაკში რეაბილიტირებული თეატრის შენობა გახსნა. მედიის კითხვამ ჟურნალისტებზე ძალადობაში პრემიერის  ბრალეულობის შესახებ იწულუკიანი სე გააღიზიანა, რომ კრიტიკული ჟურნალისტს ხელიდან მიკროფონი გამოგლიჯა.




კომენტარები:

ფართი შოპი