„სახალხო მითები: არ შემხვდება, არ გამირთულდება, რატომ ავიცრა, და ათასი ასეთი რამ უკან დაგრჩებათ, როგორც კი აპარატზე მიგაერთებენ...

22 Jul 2021 20:47

ჟურნალისტი სალომე ბენაშვილი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გასულ კვირას მისი ოჯახის წევრებმა და გაუარესებული სტატისტიკა საკუთარ თავზე თავად იწვნიეს.

„კორონაზე და აცრებზე!

გასულ კვირას კორონამ მთელ ოჯახს, ნელ-ნელა და ტალღასავით გადაგვიარა.


აცრილები და კოვიდგადატანილი (ანუ ბუნებრივი ანტისხეულების მქონე) მარტივად გადავურჩით. არც ისე სასიამოვნო სიმპტომების მიუხედავად, გართულებისა და სიმძიმის გარეშე ჩაიარა სრულმა პერიოდმა.


რასაც ვერ ვიტყვით ჩემს დაზე, რომელიც ერთადერთი იყო ოჯახიდან, რომელმაც უბრალოდ, ვერ მოასწრო აცრის გაკეთება, დიდი სურვილისა და მცდელობების მიუხედავად.


რა სირთულის და ბრძოლის გავლამ მოუწია – ვირუსთან პირისპირ ვაქცინის გარეშე დარჩენილს, ამას თვითონ მოგიყვებათ, როცა კლინიკიდან გამოვა, უბრალოდ, ფაქტი სახეზეა და ამ ფაქტზე ვკონცენტრირდეთ როგორმე!


გაქვთ არჩევანი – აიცრათ და შეგხვდეთ ვირუსი მსუბუქ ფორმებში, ან არ აიცრათ და არავინ იცის, ახალი შტამი თქვენს ორგანიზმს როგორი გზით გაანადგურებს!


სახალხო მითები: მე არ შემხვდება, არ გამირთულდება, თუ მაინც უნდა გადამედოს, რატომ ავიცრა, წყალი რატომ შევიშხაპუნო, და ათასი ასეთი რამ უკან დაგრჩებათ, როგორც კი აპარატზე მიგაერთებენ და ჭერში ღმერთის მაგივრად ბუზებს დაინახავთ, იმიტომ რომ ნორმალურ კლინიკებში ადგილის ნატამალიც აღარ არის დარჩენილი!


აცრილ ადამიანებში გართულება თითქმის 0% ია.

აცრილი ადამიანი არის ნაკლებად გადამდები, აცრილი ადამიანი არ არის დამატებითი საზრუნავი ამ ჩამოშლილი და ჩამოქცეული ჯანდაცვის სისტემისთვის.

აიცერით! აიცერით! აიცერით!


არ აქვს მნიშვნელობა, „სვეტური“ სახელი ექნება ვაქცინას თუ ჩინური!

სხვა გამოსავალი არ არსებობს!“





კომენტარები:

ფართი შოპი