რატომ "ეძებს" ჯოზეფ გორდონ-ლევიტი საქართველოში გადაღებულ ფოტოებს - ჰოლივუდის ვარსკვლავის მიმართვა

22 Jul 2021 21:59

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის, ჯო­ზეფ გორ­დონ-ლე­ვი­ტის პოსტმა დღეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. მსა­ხი­ობ­მა თბი­ლი­სის ფოტო შემ­დე­გი წარ­წე­რით გა­მო­აქ­ვეყ­ნა:


“აქ ვინ­მე არის ისე­თი, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს? ახა­ლი პრო­ექ­ტის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ვე­ძებ. მო­ძებ­ნეთ თქვენ მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლი­თაც ამა­ყობთ და აქ და­პოს­ტეთ“, - წერს ლე­ვი­ტი და ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მის, hitrecord.org ლინკს უთი­თებს.


რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ქარ­თვე­ლე­ბის მხრი­დან მსა­ხი­ო­ბის მი­მარ­თვას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. 6 სა­ათ­ში მის­მა სტა­ტუს­მა 9 200-ზე მეტი ემო­ცია, 736-ზე მეტი გა­ზი­ა­რე­ბა და 3 800-ზე მეტი კო­მენ­ტა­რი მო­აგ­რო­ვა. პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში გა­და­ღე­ბულ არა­ერთ ფო­ტოს ნა­ხავთ.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსა­ხი­ობს ფე­ის­ბუქ გვერ­დზე სხვა პოს­ტებ­საც შეხ­ვდე­ბით, სა­დაც ის სხვა­დას­ხვა ერის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თავს, რომ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ფო­ტო­ე­ბი ატ­ვირ­თონ. მათ შო­რის, პო­ლო­ნე­ლებს, ტან­ზა­ნი­ე­ლებს, ვი­ეტ­ნა­მე­ლებს, და­ნი­ე­ლებს და ა.შ.

  • რა­ტომ ითხოვს ჯო­ზეფ გორ­დონ-ლე­ვი­ტი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას?


საქ­მე ისაა, რომ ჯო­ზე­ფი ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მას, HITRECORD-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. რო­გორც მსა­ხი­ო­ბი თა­ვად­ვე გან­მარ­ტავს, ეს არის ახა­ლი ტი­პის ონ­ლა­ინ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, სა­დაც ის კო­ლა­ბო­რა­ცი­ის­თვის იწ­ვევს მწერ­ლებს, რე­ჟი­სო­რებს, მუ­სი­კო­სებს, მსა­ხი­ო­ბებს.


გარ­და ამი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დია პლატ­ფორ­მაა, მოყ­ვა­რულ და პრო­ფე­სი­ო­ნალ ფო­ტოგ­რა­ფებს ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის და მათ ახალ პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.


სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ პლატ­ფორ­მა­ზე გან­თავ­სდე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ფო­ტო­ე­ბიც.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი