ეთიკის კომიტეტმა ნამდვილად უნდა გამოიძიოს „მიშას ანგელოზების“ ქცევა, რომელიც ლახავდა პარლამენტის წევრის იმიჯს - დავით ჩიხელიძე

23 Jul 2021 12:31

„ნებისმიერი სახის ძალადობას ვემიჯნები და მიუღებელია, მაგრამ... მაგრამ კიდევ უფრო მიუღებელია და ვემიჯნები ორმაგ სტანდარტს! დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ნაწილმა (ISFED, TI, MDF) განცხადება გაავრცელეს, ისინი გმობენ ქალზე ძალადობას და პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირებას სთხოვენ. პარლამენტში იყო თუ არა ქალზე ძალადობა, ეს ცალკე საკითხია“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.



ჩიხელიძე ოპოზიციას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს:


„აქ საინტერესოა როგორ იქცეოდა პარლამენტის წევრი. ეთიკის კომიტეტმა ნამდვილად უნდა გამოიძიოს „მიშას ანგელოზების“ ქცევა, რომელიც ლახავდა პარლამენტის წევრის იმიჯს და რომელიც პარლამენტის წევრისთვის მიუღებელია.


რაც შეეხება ორმაგ სტანდარტს, სად იყავით, თამარ ჟვანიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიის დროს? მგონი თქვენც აღნიშნული კამპანიის ნაწილი იყავით და სოლიდარობის ნაცვლად მის ბულინგს ახორციელებდით. თამარ ჟვანიას წინააღმდეგ წარმოუდგენელი მორალური ძალადობა მიმდინარეობდა, შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების უფლება, მაგრამ თქვენ დუმდით, ასევე დუმდით, სალომე ზურაბიშვილის ბულინგის დროს, სწორედ ამიტომ ხართ ყალბები, რომ პროტესტიც კი მიკერძოებული და სუბიექტური გაქვთ.


ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, თქვენი ყოველდღიური ქცევა დონორებთან, თითქმის ყოველწლიურად ხელს აწერთ ქცევის კოდექსს, რომელიც სხვა ორგანიზაციების პატივისცემას გავალდებულებთ, დონორებთან გასაგზავნად იღებთ „დავარცხნილ“ ფოტოებს და პოზირების დასრულებისთანავე ადამიანს ტალახს ესვრით. 

აი, ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტი. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც გაიღვიძოს თქვენში ადამიანმა და ბოდიში მოუხადოთ ყველა იმ ქალბატონს, რომელთა გვერდით მხოლოდ იმიტომ არ ხართ, რომ თქვენს პოლიტიკურ ინტერესებში არ შედის!“ - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.





კომენტარები:

ფართი შოპი