საქართველოს მელიორაციამ კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე ახალი წყალგამანაწილებლის სამშენებლო პროექტი დაასრულა

23 Jul 2021 15:02

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო:

10 კმ-ზე მეტი სიგრძის დახურული ქსელი;

წყალმიმღები კვანძი;

ჰიდრანტები;

 დამცლელი კვანძი;

გამანაწილებელი და შემტბორავი ჭები.  


ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის, ოჟიოს, კოღოთოსა და ალავერდის  500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად ირწყვება.


პროექტის ღირებულება  2  მლნ ლარამდეა.


ახლადმოწყობილი სარწყავი სისტემა საქართველოს მელიორაციის გენერალურმა  დირექტორმა,   დავით წითლიძემ,  კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან, იოსებ ქარუმაშვილთან  ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლოებას შეხვდა.  


#სოფლისმეურნეობა

#გარემოსდაცვა

#მელიორაცია

#რეგიონები2021

#კახეთი2021





კომენტარები:

ფართი შოპი