სამუშაოების ფარგლებში მოეწყო:
10 კმ-ზე მეტი სიგრძის დახურული ქსელი;
წყალმიმღები კვანძი;
ჰიდრანტები;
დამცლელი კვანძი;
გამანაწილებელი და შემტბორავი ჭები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის, ოჟიოს, კოღოთოსა და ალავერდის 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად ირწყვება.
პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარამდეა.
ახლადმოწყობილი სარწყავი სისტემა საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან, იოსებ ქარუმაშვილთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლოებას შეხვდა.
#სოფლისმეურნეობა
#გარემოსდაცვა
#მელიორაცია
#რეგიონები2021
#კახეთი2021