თანხები, რომლებიც მერიის რეკლამირებაში იხარჯება, შეიძლება მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის პოლიტიკურ კამპანიას - ნონიაშვილი

23 Jul 2021 18:13

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი, თბილისის მერიის განცხადებას ეხმაურება უწყების ხარჯებთან დაკავშირებით საკუთარი თავის სოციალურ ქსელში რეკლამირებასა და პიარში.


ნონიაშვილის თქმით, დილით, ევროპული საქართველოს ანტიკორუციული ქსელის პრეზენატიაზე, მას საუბარი არც ჰქონია კახი კალაძის პირადი გვერდის რეკლამირებაზე და საუბარი იყო თბილისისი მერიის ფეისბუკ გვერდზე.


ნონიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს თანხა შეიძლება მომარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის რეკლამირებას, რაც სინამდვილეში მის წინასაარჩევნო პოლირიკურ კამპანიის ნაწილია.


„დღეს გვქონდა ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის პრეზენტაცია და ჩემი პეროსნალური წარდგენა ევროპულ საქართველოში და ბევრი ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ კორუფციასთან და სახელმწიფო სახსრების ფლანგვასთან დაკავშირებით.


ერთ-ერთ მაგალითად ჩვენ ვახსენეთ თბილისის მერიის ხარჯები საკუთარი თავის პიარში, 5 მილიონ ლარს ხარჯავენ დაახლოებით საკუთარი თავის რეკლამირებაში და აქედან 600 000 ლარი მხოლოდ ფეისბუქ რეკლამირებაში იხარჯება.


ამასთან დაკავშირებით მერიამ წეხან მოგვწერა პასუხი, სრულიად უტიფრად, რომ კახი კალაძე საკუთარ პირად გვერდზე არ აკეთებს მერიის ხარჯებიდან თანხების მოზიდვას რეკლამირებაში, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები არ იხარჯება კახი კალაძის პირად გვერდზე რაიმეს დასპონსორებასა და რეკლამირებაში.


მინდა თბილისის მერიას ვუთხრა, რომ კახი კალაძის პირად გვერდზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, საუბარი იყო თბილისის მერიის ფეისბუკ გვერდზე, მათ შორის და ეს უზარმაზარი თანხები, რომელიც მერიის რეკლამირებაში იხარჯება, შეიძლება მოხმარებოდა ბევრად მეტ კარგ საქმეს, ეს 5 მილიონიც და 600 000 ლარიც შეიძლება მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის პოლიტიკური კამპანიის წარმოებას, რადგან თავისი არსით მერია რის რეკლამირებასაც ახდენს არის სინამდვილეში ამ წინასაარჩევნოდ  კალაძის პოლიტიკური კამპანიის ნაწილი და ამაში გადასახადების გადამხდელები იხდიან ფულს, სამწუხაროდ.“ - განაცხადა ნონიაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი