21 ივლისს ამბროლაურის კულტურის ცენტრში სპექტაკლის ‘’სანამ ურემი გადაბრუნდება’’ პრემიერა გაიმართა

23 Jul 2021 18:50

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გამართულ სპექტაკლის პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან და მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ. სპექტაკლის პრემიერა წარმატებით დასრულდა. მოწვეულმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს თეატრის თითოეულ მსახიობს, უსურვეს წარმატებები, აღუთქვეს მხარდაჭერა განვითარებასა და სამომავლო საქმიანობაში.


სახალხო თეატრი რომლის რეჟისორიც არის გელა ისიანი დღესაც წარმატებით მოღვაწეობს. თეატრის მიერ სულ ნაჩვენებია  150 ზე მეტი პრემიერა. თეატრში ხდებოდა საქართველოს სახელმწიფო თეატრიდან ისეთი ცნობილი მსახიობების მოწვავა როგორიცაა მედეა ჯაფარიძე, აკაკი ვასაძე, ვასო გოძიაშვილი და სხვა რომლებიც მონაწილეობდნენ გიგა ჯაფარიძის მიერ დადგმულ სპექტაკლებში.





კომენტარები:

ფართი შოპი