„ჩემი ერთი 12 წლის პაციენტი დღეს ავცერით „ფაიზერით“ - თემურ მიქელაძე

23 Jul 2021 20:40

„ბავშვები უნდა განვიხილოთ ამ ეტაპზე ე.წ. აუცრელ ფენად. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე ქვეყანაში უკვე ტარდება ვაქცინაცია და ერთი ჩემი პაციენტიც იყო 12 წლის ასაკის, განსაკუთრებული ჩვენებებით, რომელიც დღეს ავცერით „ფაიზერის“ ვაქცინით“, - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.



მან იმედი გამოთქვა, რომ როცა საკმარისი დოზები იქნება, ამ ასაკის ბავშვების მოცვაც მოხდება.


როგორც მან განმარტა, ამ დროისთვის ინფიცირებული პაციენტების 10-11% ბავშვია, ანუ თუ ინფიცირდება 3000-მდე ადამიანი, მათ შორის 300-მდე არის ბავშვი.


„ბოლო პერიოდში მკვეთრად იყო გაზრდილი მომართვიანობა, ან მე ვადასტურებდი ან დადასტურებული მიკავშირდებოდა, დღეს კი იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა და გამიხარდა. განსაკუთრებული სიმძიმე არ შემხვედრია და ჰოსპიტალიზაციის ერთი შემთხვევა მქონდა.


ჩვენი მთავარი მიზანი რაც უნდა იყოს, პედიატრებისაც, ოჯახის ექიმისაც - მაქსიმალური და დინამიკური მეთვალყურეობა გავუწიოთ ბავშვებს ბინაზე“, - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი