დატბორილი ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები - რა ვითარებაა ხობში

23 Jul 2021 20:56

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახლის ეზოები, სასოფლო გზების ნაწილი. ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები - წყალმა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე შეაღწია.


ამასთან, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისი - ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე დროებით შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.


სოფლებში არსებულ მდგომარეობას მერიის სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან და ზარალს ითვლიან.



კომენტარები:

ფართი შოპი