„ძალიან მინდოდა მეკითხა - ჯერ არ გასულა აცრებიდან 3 წელი და როგორ დაითვალეს დახოცილები-თქვა“

23 Jul 2021 23:25

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი დავით გადელია, საზოგადოების იმ ნაწილის შესახებ წერს, რომლებიც ერთის მხრივ ვაქცინისა და კოვიდრეგულაციების წინააღმდეგები არიან, მეორეს მხრივ კი ინფიცირების დროს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ხმამაღალი ტონითა და კატეგორიული მოთხოვნებით საუბრობენ.


ამ კონკრეტულ პოსტში, გადელია ჯანდაცვის მინისტრი პრესკონფერენციის დროს სოციალურ სივრცეში დაფიქსირებულ კომენტარებს განიხილავს:


„სხვისთვის რომ გვაქვს ჭკუა, ან სულ არ გვაქვს!


დღეს მინისტრის ბრიფინგი იყო და „ლაივს“ ვუყურებდი. როგორც წესია, ლაივს პერიოდულად კომენტარები მოჰყვება (ალბათ ჰგონიათ, რომ ვინმე გულისყურით იწერს მათ პრობლემებს და ყველაფერს გამოასწორებს). ორი კომენტარი განსაკუთრებული მომეჩვენა; პირველი ახალგაზრდა, 30 წლამდე ბიჭს ეკუთვნოდა და ამითაც მიიქცია ყურადღება (ამ ასაკის ბიჭებს ჯერ არ ჯერავთ, რომ მათ პრობლემებს ვინმე იწერს. ეს ცოდნა 70 წლის მერე მოდის! ). ბიჭი წერდა (სიტყვასიტყვით): „უკვე 24 საათია კოვიდი დამიდასტურდა და არავინ არ ზრუნავს ჩემს იზოლაციაზე, ეს რა უპასუხისმგებლობაა!!“-ო. შევედი მის გვერდზე; სასაცილოდ არ ჰყოფნის აცრა, ფოტოები ხალხმრავალ კამპანიაში, რა თქმა უნდა უპირბადეოდ. ახლაც, კლინიკურად არაფერი სჭირს, მაგრამ „მის იზოლაციაზე რომ არ ზრუნავს“ ის ხალხი არიან უპასუხისმგებლოები! და თვითონ კი...


მეორე კომენტარმა საერთოდ მომცელა!! თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ კატეგორიის ხალხისთვის- ტიპურია:

„არ აიცრათ ხალხო! რუსეთის მეცნიერთა რამდენიმე კვლევა დაიდო, რომ კოვიდზე აცრილები სამ(!!) წელიწადში ყველა იხოცება!.. ამას მოჰყვებოდა საშინელი წყევლა მათი, ვინც აცრისკენ მოუწოდებს ხალხს. იმდენად სიშტერე იყო, ძალიან მინდოდა მეკითხა-ჯერ არ გასულა აცრებიდან 3 წელი და როგორ დაითვალეს ამ რუსმა მეცნიერებმა დახოცილები-თქვა, მაგრამ ჯერ შევიკავე თავი, ჯერ იმ ასაკამდე, როცა მთელი გრძნობით ერთვებიან ასეთი ტიპის ლაივში კომენტარებით, მინიმუმ 10 წელი მაკლია...“





კომენტარები:

ფართი შოპი