ინფიცირებული ინდონეზიელი კაცი ქალის სამოსში გამოეწყო და თვითმფრინავში ცოლის კოვიდპასპორტით აიპარა

23 Jul 2021 23:58

კორონავირუსით ინფიცირებულმა ინდონეზიელმა კაცმა გადაწყვიტა, აეროპორტის თანამშრომლები მოეტყუებინა და მუსლიმი ქალების თავსაბურავით - ნიქაბითა და შესაბამისი კაბით შემოსილმა, მათ თავი საკუთარ ცოლად წარუდგინა, - ამის შესახებ BBC წერს.


კაცს თან ჰქონდა მეუღლის პასპორტი და კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი.


თვითმფრინავი ქვეყნის საზღვრებში, შიდა ფრენას ასრულებდა. შესაძლოა, კაცი ვერც გამოეჭირათ, რომ არა მისი ქცევა - მგზავრმა, ფრენის დროს, სამოსი გაიხადა და კაცის ტანსაცმელში გამოეწყო, რასაც ბორტგამცილებლის განგაში მოჰყვა.

თვითმფრინავი მაშინვე დასვეს და კაცი იზოლაციაში გადაიყვანეს.


imedinews.ge





კომენტარები:

ფართი შოპი