კორონავირუსით ინფიცირებულმა ინდონეზიელმა კაცმა გადაწყვიტა, აეროპორტის თანამშრომლები მოეტყუებინა და მუსლიმი ქალების თავსაბურავით - ნიქაბითა და შესაბამისი კაბით შემოსილმა, მათ თავი საკუთარ ცოლად წარუდგინა, - ამის შესახებ BBC წერს.
კაცს თან ჰქონდა მეუღლის პასპორტი და კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თვითმფრინავი ქვეყნის საზღვრებში, შიდა ფრენას ასრულებდა. შესაძლოა, კაცი ვერც გამოეჭირათ, რომ არა მისი ქცევა - მგზავრმა, ფრენის დროს, სამოსი გაიხადა და კაცის ტანსაცმელში გამოეწყო, რასაც ბორტგამცილებლის განგაში მოჰყვა.
თვითმფრინავი მაშინვე დასვეს და კაცი იზოლაციაში გადაიყვანეს.
imedinews.ge