ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა საჭირო პირობას, რომ თითოეული ადამიანის სახლის კარამდე მივიტანოთ ვაქცინა

24 Jul 2021 10:51

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზის მოწოდებისთვის მადლობას უხდის.


როგორც მან ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, მთელი პანდემიის პერიოდში აშშ საქართველოს აქტიურად ეხმარება.


„ნამდვილად ძალიან ემოციური საღამოა ჩვენთვის, ყველასთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას. ნამდვილად უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი დახმარებაა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. პანდემიის მართვის პერიოდში ჩვენ არაერთი დახმარება მიგვიღია ამერიკის მთავრობისგან, რისთვისაც ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო.


დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი დააფასებს ამ დახმარებას და შესაბამისი ღონისძიებებით, აქტიურად ჩავერთვებით აცრის მასიურ კამპანიაში. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ყველა იმ საჭირო პირობას, რათა თითოეული ადამიანის სახლის კარამდე მივიტანოთ ვაქცინა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი