ამირან გამყრელიძე - თუ „ფაიზერს“ სექტემბერში ავითვისებთ, შეკავდება ეპიდემია, აღარ გვექნება მეოთხე ტალღა, ბავშვები წავლენ სკოლებში, ჩვენ უფრო თავისუფლები ვიქნებით

24 Jul 2021 10:57

ჩვენ თუ ამ ნახევარ მილიონ „ფაიზერს“ სექტემბერში მაქსიმალურად ავითვისებთ, დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად შეკავდება ეპიდემია და აღარ გავრცელდება, აღარ გვექნება მეოთხე ტალღა, ბავშვები წავლენ სკოლებში, ჩვენ უფრო თავისუფლები ვიქნებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა.


ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა აცრისკენ.


„მილიონნახევარი კიდევ სხვა ვაქცინაა ქვეყანაში, რომელსაც ასევე, კარგი დამცველობითი უნარი აქვს ყველაზე მძიმე გართულებებისაგან, როგორიც არის ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია, სიკვდილიანობა. ამიტომ, უკვე სამნახევარი მილიონი ვაქცინის მარაგი იქნება ქვეყანაში, მომავალი ორი თვის განმავლობაში. ყველამ ვეცადოთ, მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ ავიცრათ. აცრა, პირველ რიგში, დაგიცავთ თქვენ, მეორე - აცრა დაიცავს თქვენს ირგვლივ მყოფებს და ყველა თქვენს მეგობარს. ასე რომ, არ გაავრცელებთ ინფექციას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი