„ჭიდილი გვქონდა სიკვდილთან, საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია

24 Jul 2021 16:12

ტელეწამყვანი თიკა ფა­ცა­ცია  კო­რო­ნა­ვირუ­სით მე­ო­რედ და­ინ­ფი­ცირების შესახებ გადაცემა „სხვა შუადღე"-ში საუბრობს.


„ბოლო ორ კვირა ნახევარია, ვარ სულ სხვა სამყაროში. ამას ჰქვია კოვიდ სამყარო, რომელშიც მე და ჩემი ოჯახის წევრები ხელახლა აღმოვჩნდით. ტალღებად ემატებოდა ინფიცირებულები ჩემს ოჯახში და საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ. გვქონდა ბრძოლა და ჭიდილი ჯანმრთელობასთან და ერთ შემთხვევაში ჭიდილი გვქონდა სიკვდილთან. ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. ჩემი ერთადერთი გადამრჩენელი იყო ყველანაირი ნეგატიური ფიქრების განდევნა და ორიენტირება მხოლოდ კარგზე, მხოლოდ სიცოცხლეზე, სიყვარულზე, მხარში დგომაზე, მხოლოდ იმედზე და ასეთი მინდა ჩემი და თქვენი ცხოვრება. ძალიან სტრესული და დამღლელია ის გარემო, სადაც ვცხოვრობთ. გადაფასებები მოხდა ჩემში. არ მინდა აგრესიაზე არ ვკონცენტრირდეთ და ამ ყველაფერს უკეთესი მაგალითი დავუპირისპიროთ",- ამბობს თიკა ფაცაცია.





კომენტარები:

ფართი შოპი