გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატზე: არანაირ ალიანსებში და კოალიციებში შესვლას არ ვაპირებთ, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი

24 Jul 2021 18:34

არანაირ ალიანსებში და კოალიციებში შესვლას არ ვაპირებთ, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი" - განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან. 


პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარტიას ეყოლება თავისი კანდიდატი.


„როდესაც თბილისის მერზე ვსაუბრობთ, კანდიდატზე თბილისის მერობის - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები და რეგიონალური არჩევნების ჭრილშიც რა თქმა უნდა თბილისის მერის არჩევნებს ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსს არცერთ ოპოზიცურ პარტიასთან არ ვაპირებთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ახალი დაფუძნებული პარტია, ჩვენთვის პარალელურად მიმდინარეობს ახლა როგორც პარტიული სტრუქტურების შექმნა, ისე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად - თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისთვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს“ - განაცხადა გახარიამ. 


ჟურნალისტის შეკითხვაზე, იქნება თუ არა გახარია თბილისის მერობის კანდიდატი, მისი თქმით კანდიდატის სახელს და გვარს არ დაასახელებს. 


„მოდით ასე შევთანხმდეთ. მე მესმის რომ ეს სენსაციები ჟურნალისტებს გიყვართ ძაან, მაგრამ არანაირ სახელს და გვარს მე არ დავასახელებ. ამ ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი, იმ მიზნის მისაღწევად, რომ დავაღწიოთ თავი როგორმე ამ მოჯადოებულ წერეს თავი. მე არ მომწონს და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს არ მოწონს - უმრავლესობას არ მოწონს ის ქაოსი რაც დღეს ხდება - ის ლანძღვა, გინება, ცემა, ტყეპა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამწუხაროდ ქართული პოლიტიკა დაიცალა შინაარსისგან და ეხლა უკვე მოქალაქის ინტერესისგანაც დაიცალა და ამიტომ ჩვენ ქართულ პოლიტიკაში ჯერ საქართველოს მოქალაქე ცენტრში უნდა დავაბრუნოთ და შემდგ შინაარსიც უნდა დავუბრუნოთ“.- განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი