გიორგი გახარია: „თანამდებობაზე ყოფნისას ადგილობრივი ხელისუფლება იმ გზებით გატარებს, რომელიც უნდა, როცა შენით, გუგლ-მეფით დადიხარ - დანგრეულ გზებზე გიწევს სიარული “

24 Jul 2021 20:12

„მინდა ვთქვა, რომ რეგიონებში სიარულის შემდგომ სულ უფრო და უფრო, ვხვდები, რომ ჩემი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ იყო სწორი! სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები - უბრალოდ, მომეცა შესაძლებლობა ხალხთან ახლო ურთიერთობის. თანამდებობაზე რომ ხარ, როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლება იმ გზებით გატარებს, რომელიც მას უნდა და როცა ახლა შენით გუგლ-მეფით დადიხარ - დანგრეულ გზებზე გიწევს სიარული და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მე ჩემს თავს ვაკრიტიკებ ეხლა და ამას მართლა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარე დღეს ქობულეთში იმყოფება, სადაც პარტიამ ახალი ოფისი გახსნა .




კომენტარები:

ფართი შოპი