გიორგი გახარია: კოვიდის ეს ტალღა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ერჩის ბავშვებს, ჩვენი ბავშვები უნდა დავიცვათ, ამიტომ ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა

24 Jul 2021 20:39

„კოვიდის ეს ტალღა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ერჩის ბავშვებს, ჩვენი ბავშვები უნდა დავიცვათ, ამიტომ ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


გახარიას თქმით, დაცული უნდა იყოს ბავშვები და მათი ჯანმრთელობა, ამიტომ აუცილებელია ვაქცინა მაქსიმალურად ყველამ გაიკეთოს. 


„სამწუხაროდ, კოვიდის ეს ტალღა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ერჩის ბავშვებს. ჩვენი ბავშვები უნდა დავიცვათ, მათი ჯანმრთელობა დავიცვათ და ყველამ მაქსიმალურად უნდა გავიკეთოთ ვაქცინა.
ვინმეს თუ დასჭირდა, ნებისმიერ რეგიონში ვაქცინაციაზე რეგისტრაცია, ჩვენ და ჩვენი თანამშრომლები მზად ვართ, ამაში დაგეხმაროთ.
#აიცერიბავშვებისთვის
#აიცერისაქართველოსთვის ". - განაცხადა გიორგი გახარიამ




კომენტარები:

ფართი შოპი