გიყვართ ოლადები? მაშინ ჩაინიშნეთ უგემრიელესი რეცეპტი „თბილისელებისგან“.
საჭირო ინგრედიენტები:
300 გრამი მაწონი
180 გრამი ფქვილი
1 სუფრის კოვზი შაქარი
1 ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი სოდა
მომზადების წესი:
მაწონი მოათავსეთ ჯამში, დაამატეთ მარილი და შაქარი და მოურიეთ, სანამ ორივე ინგრედიენტი კარგად არ გაიხსნება.
მოაყარეთ ფქვილი და კოვზით კარგად აურიეთ. ბოლოს, დაუმატეთ სოდა.
ცომი უნდა გამოვიდეს ჰაეროვანი და ელასტიური. დატოვეთ 10-15 წუთის განმავლობაში და გამოაცხვეთ გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან.