ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ გოგოლათში არსებული უნიკალური სახლების აღდგენაზე იმსჯელეს

25 Jul 2021 01:02

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბართან,  ამბროლაურის მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ესტუმრა, სადაც მსჯელობა უნიკალური კულტურულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ხის სახლების აღდგენის საკითხზე გაიმართა.


როგორც შეხვედრაზე თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიზანია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათში 60-მდე სახლი, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ არის ხეში თლილი და გაკეთებული, განახლდეს, მაგრამ ძველი ავთენტური სახით შენარჩუნდეს. 


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  სოფელი გოგოლათი, რომელიც  XIX საუკუნესა და XX   საუკუნის პირველ ნახევარში განაშენიანდა, გამორჩეული კულტურულ-არქიტექტურული ღირებულების   54  საცხოვრებელ აივნიან სახლს მოიცავს.

სოფელს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2019 წლიდან აქვს მინიჭებული.





კომენტარები:

ფართი შოპი