„ხელს ხომ არ უშვებს და არ უშვებს, ძილითაც კი ერთად სძინავთ" - ნიკა მელია შვილის ოთხფეხა მეგობარს დაბადების დღეს ულოცავს

25 Jul 2021 01:21

თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია შვილის ოთხფეხა მეგობარს დაბადების დღეს ულოცავს. ამბობს, რომ სანდრო ჰავანესის ჯიშის ძაღლთან ერთად თამაშობს, იზრდება, სიყვარულს, მეგობრობას სწავლობს და სძინავს კიდეც.


„სანდროს პატარა, მაგრამ დიდი მეგობრის - ბუბის დაბადების დღეა. მე რასაც ვაკვირდები ბუბიზე ზრუნვით სწავლობს სანდრო მზრუნველობას, ბუბისთან მეგობრობით - როგორც ცხოველის სიყვარულს, ისე ზოგადად მეგობრობას. სულ ერთად არიან, ნუ ხელს ხომ არ უშვებს და არ უშვებს, ძილითაც კი ერთად სძინავთ. მოკლედ, ერთად იზრდებიან, ერთმანეთს ზრდიან", - წერს ნიკა მელია.




კომენტარები:

ფართი შოპი