„ლეიბორისტული პარტია“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

25 Jul 2021 12:39

„ლეიბორისტული პარტია“, როგორც ერთადერთი დაუმორჩილებელი, პრინციპული, უღალატო პარტია, დამოუკიდებლად მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ განაცხადა.


მისი თქმით, პარტიას როგორც მერობის, ისე მაჟორიტარების კანდიდატები ეყოლება.


„ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთია, რომელიც არ დაემორჩილა ხელისუფლებას, არ „გააპრავა“ ივანიშვილის „ბუტკა“, პარლამენტად წოდებული, არ შევიდა იქ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავრჩით ერთადერთ პრინციპულ ძალად, ამ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას, გვეყოლება ჩვენი კანდიდატები. ვერ ვითანამშრომლებთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც სამწუხაროდ შევიდნენ პარლამენტში და არ აპირებენ იქიდან გამოსვლას.


აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, შემოვიკრიბოთ ისეთი ხალხი, რომელიც მართლა იდეურად ებრძვის ამ რეჟიმს, არის დაუმორჩილებელი, არის პრინციპული და სწორედ ამ იდეამ უნდა გაიმარჯვოს და დაგვამარცხებინოს ოლიგარქიული ბანდა.


გვეყოლება დამოუკიდებელი კანდიდატები, მერობისაც, მაჟორიტარებისაც, სიის თვალსაზრისითაც“, – აღნიშნა გიორგი გუგავამ.




კომენტარები:

ფართი შოპი