„თავისუფლად შეიძლება ითქვას, წლები ვაცოცხლეთ ერთმანეთი...“ - რას წერს ფანჯიკიძე?

25 Jul 2021 14:24

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სახალისო ისტორიის შესახებ წერს.


როგორც პოსტიდან ვიგებთ, ფანჯიკიძე ერთ-ერთ ონლაინ თამაშს „ქენდი ქრაშს“ თამაშობს.


სწორედ თამაშისას გადახდა თავს საინტერესო ამბავი. 


„ერთი უამრავი წლის ფრენდი მყავს, არასდროს არაფერი დაულაიქებია და არასდროს არაფერი დამილაიქებია, მგონი კედლებიც არ გვინახავს ერთმანეთის, მაგრამ წლებია, ამ კაცთან ერთად „ქენდი ქრაშის“ მეოთხიათასცხრაასორმოცდამეთხუთმეტე ტურამდე მხარდამხარ ვიარე.


არიქა, სულს ვღაფავ-მეთქი - ვაფრენ სახვეწარას ათას მოთამაშესთან და უსწრაფესად, ყველაზე უცებ მიგზავნის სიცოცხლეს.


რა თქმა უნდა, მეც ყურადღებას ვიჩენ და არიქა, მიშველეთო რომ დაიძახებს, განსაკუთრებით პასუხისმგებლობიანად ვუგზავნი სიცოცხლეს.


თავისუფლად შეიძლება ითქვას, წლები ვაცოცხლეთ ერთმანეთი, სულ კამფეტების სროლაში და სიამტკბილობაში, აი აქამდე, რუდუნებით მოვიტანეთ ამხელა ზრუნვა და ერთგულება. „ქენდი ქრაში“ არის ურთიერთობა“,- წერს ფსიქოლოგი.





კომენტარები:

ფართი შოპი