თამარ გაბუნია - „ფაიზერზე“ სულ 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა, 4 750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა - ადგილების დამატებას გამოვაცხადებთ

25 Jul 2021 16:50

4750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა, გამომდინარე იქედა,ნ რომ მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული დარეგისტრირდა , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ასევე იყვნენ ისეთი მოქალექეებიც, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო აცრა ჯერ არ უწევდათ, თუმცა რესგიტრაციის დროს მათ მაინც შეიყვანეს თავისი მონაცემები.


გაბუნიას თქმით, უახლოეს დღეებში ადგილების დამატებას გამოაცხადებენ, მათ შორის დღეს.


„147 000 -მდე პირი დარეგისტრირდა სულ, 4750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა, გამომდინარე იქედან, ომ მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული დარეგისტრირდა. ასევე იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც რიგი მიზეზების გამო ჯერჯერობით არ უწევდა აცრის გაკეთება, თუმცა მათ მაინც შეიყვანეს თავიანთი მონაცემები. ასე რომ, 5000-მდე ჯავშანი რეალურად არ შედგა. ბუნებრივია ეს ადგილები დაემტაება პორტალს. უახლოეს დღეებში ადგილები დაემატება, კლინიკები არიან მზად იმისთვის, რომ 8 -აათიანი რეჟიმიდან გადავიდნენ 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე, ასევე ემატება ახალი კლინიკები, არის სრული მობილიზება იმისთვის, რომ ის დოზები, რაც ჩვენ გვაქვ მაქსიმალურ მოკლე ხანში იქნეს ათვისებული. უხლოეს პერიოდში ადგილების დამატებას გამოვაცხადებთ, დღესაც და ხვალ გამოვაცხადებთ და შეუძლიათ კიდევ დარეგისტრირება. ასევე სატელეფონო ჩაწერაც გრძელდება, კვირის ბოლოსკენ შესაძლებელი იქნება ვირტუალური კაბინეტით ამცრელ კლინიკებში რეგისტრაცია.


დღის ბოლომდე დეტალურად დავაანონსებთ დამატებით ადგილებს, მათ შორის 4700 ადგილი, რომელიც დარჩა მას შემდეგ, რაც რეგისტრაცია არ დადასტურდა ზოგად შემთხვევებში“ , - განაცხადა გაბუნიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი