ილია მეორე - დღეს არის ბედნიერი დღე, 1600 ბავშვი მოინათლა

26 Jul 2021 01:10

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში რიგით 63-ე ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 1600-მდე ბავშვი გახდა.


ნათლობის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველო კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია II შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ნათლულები დალოცა.


"დღეს არის ბედნიერი დღე. 1600 ბავშვი მოინათლა. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მსოფლიო" , - განაცხადა პატრიარქმა.





კომენტარები:

ფართი შოპი