„სამწუხაროდ, ვერ გავალ საფლავზე, რადგან გიორგის გვერდით რამდენიმე თვის წინ მამაჩემი დავკრძალეთ...“ - რას წერს ვახო სანაია

26 Jul 2021 02:31

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ძმის, გიორგი სანაიას ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მისი გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა.


„კიდევ ერთი 26 ივლისი მოვიდა. ყველაზე მძიმე დღე ჩვენი ოჯახისთვის. გიორგის მკვლელობის დღე. 20 წელი გავიდა.


სამწუხაროდ, ვერ გავალ საფლავზე, რადგან გიორგის გვერდით რამდენიმე თვის წინ მამაჩემი დავკრძალეთ, რომლის სიკვდილს ვერაფრით შევეგუე. ვიცი, საშინელებაა, მაგრამ მას შემდეგ ვერ მივდივარ იქ. ვერ ვიპოვე ძალები. ალბათ ოდესმე შევძლებ“,- წერს ვახო სანაია.





კომენტარები:

ფართი შოპი