საქართველოში 5.1 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

06 Jun 2018 00:42

საქართველოში 5.1 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს" დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

,, მიწისძვრის ეპიცენტრი დაუსახლებელ ადგილზე იყო ამიტომ ნგრევა და მსხვერპლი, საბედნიეროდ არ მოჰყოლია", - განუცხადეს ,,პრაიმტაიმს" სეისმოლოგიურ ცენტრში.

როგორც ცენტრში გვეუბნებიან ბიძგები კიდევაა მოსალოდნელი, თუმცა მათი სიმძლავრე დაბალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეში დაფიქსირდა.ძლიერი ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. 

 

primetime.ge


კომენტარები:

ფართი შოპი